რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში მევენახეების შემოსავალმა 2,5 მლნ ლარს გადააჭარბა

11/10/2017

რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში მევენახეების შემოსავალმა 2,5 მლნ ლარს გადააჭარბა.
700 -მდე მევენახემ ღვინის კომპანიებში 356 ტონა ყურძენი ჩააბარა.
რთველის საკოორდინაციო შტაბი ამბროლაურში 9 ოქტომბერს გაიხსნა.
ადგილწარმოშობის განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, სუბსიდია შენარჩუნდა „ხვანჭკარის“ ჯიშებზე ალექსანდროულსა და მუჯურეთულზე (1კგ-ზე გაიცემა 2 ლარი).
წინასწარი მონაცემებით, წელს რაჭაში 700-800 ტონამდე მუჯურეთულის და ალექსანდროულის მოსავალი გადამუშავდება.
რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში დღეისთვის გახსნილია 6 მიმღები პუნქტი – 3 ქალაქ ამბროლაურში და დანარჩენი სოფლებში (ჭრებალო, ხვანჭკარა და ბუგეული). სულ დარეგისტრირებულია 28 ღვინის კომპანია, რომლებიც ეტაპობრივად ჩაერთვებიან ყურძნის მიღების პროცესში.
კახეთის რეგიონში მევენახეების შემოსავლებმა 134 მლნ ლარს გადააჭარბა. 11 ოქტომბრის 11:00 საათის მონაცემებით გადამუშავებულია 115.2 ათასამდე ტონა ყურძენი.
რთველთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის მიღება დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზზე – 1501 და ღვინის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდებზე:

Tweet about this on TwitterShare on Facebook0