იუსტიციის მინისტრი ოზურგეთის და ქობულეთის იუსტიციის სახლების, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ეროვნული არქივის თანამშრომლებს შეხვდა და მათ საჭიროებებს ადგილზე გაეცნო. მინისტრი ნოტარიუსთა პალატის რეგიონული ოფისის თანამშრომლებსაც გაესაუბრა და მათთან სამინისტროს მასშტაბით მიმდინარე სიახლეები განიხილა. რატი ბრეგაძე დასავლეთ საქართველოში სისტემის თანამშრომლებს ხვდება. მინისტრი უკვე იმყოფებოდა ქუთაისის იუსტიციის სახლში, სადაც თანამშრომლებს უწყებაში მიღწეულ პროგრესზე ესაუბრა. იუსტიციის სამინისტროს სისტემაში არსებული სერვისების მუდმივად დახვეწა და სერვისებზე ხელმისაწვდომობის ზრდა იუსტიციის სამინისტროსთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება. ამ მიზნით ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარებას და იუსტიციის სახლების მშენებლობას უწყება 2023 წელსაც ინტენსიურად ახორციელებს.
რატი ბრეგაძე რეგიონის თანამშრომლებთან შეხვედრებს აგრძელებს
24/02/2023