საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, ჩქაროსნული ავტომაგისტრალისა და ავტომაგისტრალთან დამაკავშირებელი გზების მშენებლობა-მოდერნიზაციის მიზნით, საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად, საერთაშორისო ტენდერი რამდენიმე მიმართულებით გამოაცხადა. აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის გაუმჯობესების მეოთხე პროექტის ფარგლებში, დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები შემდეგ მიმართულებებზე წარმოადგინეს: – წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებისა და ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მოსამზადებლად ჟინვალი-ლარსის გზისთვის; – დეტალური პროექტის მოსამზადებლად ქვეშეთი-კობის გზის მონაკვეთის მშენებლობისთვის; – ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მოსამზადებლად თბილისი-ბაკურციხისა და წნორი-ლაგოდეხის გზებისთვის; – დეტალური პროექტის მოსამზადებლად თბილისი-საგარეჯოს და საგარეჯო-ბაკურციხის გზების განახლებისთვის; – წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების და ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მოსამზადებლად სამტრედია-ზუგდიდის შემოვლითი გზისთვის (ანაკლიის საზღვაო პორტთან მიმსასვლელი გზის ჩათვლით); ასევე, გაიხსნა ტენდერში მონაწილე ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი ფინანსური წინადადებები, ძირულა-ხარაგული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის გზის 50 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციის მიზნით, დეტალური პროექტის, სატენდერო დოკუმენტაციის, გარემოზე ზემოქმედების შეფასების, მიწის შესყიდვისა და განსახლების დეტალური გეგმის მოსამზადებლად. აღნიშნული საგზაო მონაკვეთები, პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირკიაშვილის ინიციატივის, 4 პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მიმართულების – ქვეყნის სივრცითი განვითარების ნაწილია. ქვეყნის სწრაფი განვითარებისთვის.
რამდენიმე მიმართულებით პროექტირებისთვის ტენდერი გამოცხადდა
01/11/2016