რაბათის ციხის ტერიტორიაზე სახელოსნოების საერთაშორისო ფესტივალი გაიმართა, რომელიც უკვე მეორედ ტარდება ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის, საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციის, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID Zrda Activity in Georgia), დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით.
სამდღიანი ფესტივალის ფარგლებში, დუშელმა ხალხური რეწვის ოსტატებმა საზოგადოებას საკუთარი ნამუშევრები წარუდგინეს და მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ტიპის მასტერკლასებში. ტრადიციული რეწვის სახელოსნოების საერთაშორისო ფესტივალში სულ 150 რეწვის ოსტატი მონაწილეობდა, მათ შორის 30 საერთაშორისო მონაწილე: საფრანგეთიდან, ესპანეთიდან, ლატვიიდან, თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, უზბეკეთიდან, ყაზახეთიდან და ყირგიზეთიდან.
რაბათის ციხის ტერიტორიაზე სახელოსნოების საერთაშორისო ფესტივალი გაიმართა
04/07/2019