დაბა ჟინვალში, პირველი და მეთხუთმეტე საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარე პრობლემურ ტერიტორიაზე, გზების მოასფალტებისა და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა. მიმდინარე პროცესი მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მერიის წარმომადგენლებმა მოინახულეს. აღნიშნული კორპუსების შიდა ეზოებში პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები (ასფალტის დაგება, ტროტუარებისა და ბორდიურების მოწყობა) შპს “საგზაო 7”-მა შეასრულა.
ჟინვალში კორპუსების მიმდებარე ტერიტორიის მოასფალტება დასრულდა
16/07/2019