ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზაზე, სტიქიის შედეგად დაზიანებულ 22 სხვადასხვა მონაკვეთზე აღდგენითი და სტიქიის პრევენციის ღონისძიებები ტარდება. მიმდინარე წლის 26-27 ივნისს მოსულმა უხვმა ნალექმა ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზაზე რამდენიმე მონაკვეთი დააზიანა, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მყისირად გატარდა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ამ ეტაპზე, სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრქტურის აღდგენისა და სტიქიის პრევენციის სამუშაოები ხორციელდება. კერძოდ, 22 სხვადასხვა მონაკვეთზე მიმდინარეობს: გზის სავალი ნაწილის აღდგენა, დაზიანებული მიწის ვაკისის აღდგენა და გამაგრება, ქვაყრილის, რკინა-ბეტონის მილების, ნაპირსამაგრი ქვაყრილის, ხევზე რკინა-ბეტონის ღია ღარების, რკინა-ბეტონის კედლისა და ბეტონის ბლოკების მოწყობის სამუშაოები. სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 10 მლნ. ლარამდეა.
ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზაზე სტიქიის პრევენციის სამუშაოები მიმდინარეობს
18/10/2022