სნო-ჯუთა-როშკა-შატილი-ომალო-ხადორის ხეობა-ბაწარა-ახმეტას საავტომობილო გზის მშენებლობის ფარგლებში, ჟინვალი-ბარისახო-შატილის 72 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტი ექვს მონაკვეთადაა დაყოფილი. ამ დროისთვის, მიწის სამუშაოები, ფერდებისა და კლდოვანი გრუნტის დამუშავება, გეოდეზიური დაკვალვა, ლითონის მილების, გაბიონების და კლდოვანი გრუნტით საგზაო სამოსის მოწყობა მიმდინარეობს.
ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
26/10/2019