ჟენევის ოფისმა პრეზიდენტს გაეროსთან საქართველოს მიმოწერის გაციფრულებული არქივის ფოტოასლები გადასცა

12/06/2019

საქართველოს პრეზიდენტი გაეროს ჟენევის ოფისის გენერალურ დირექტორს მიხაელ მიოლერს შეხვდა. მიხაელ მიილერმა საქართველოს პრეზიდენტს განსაკუთრებული საჩუქარი გადასცა გაეროს ბიბლიოთეკიდან – საქართველოს გაეროსთან მიმოწერის გაციფრულებული არქივის ფოტოასლები. ჟენევაში გაეროს გენერალური მდივნის აპარატის უფროსის, დავით ჩიკვაიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ეს ძალიან საინტერესო, დრამატული მიმოწერა და დოკუმენტები საქართველოს ჰქონდეს. შეხვედრისას სალომე ზურაბიშვილმა მიხაელ მიოლერს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში არსებული ვითარების შესახებ და მხარეებმა განიხილეს მდგრადი განვითარების მიზნები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0