რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა Bild-თან ინტერვიუში კომენტარი გააკეთა 2007 წლის ეპიზოდზე, როდესაც მისი ძაღლი კონი აღმოჩნდა დარბაზში, სადაც მასა და გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობდა.
აღსანიშნავია, რომ მერკელს 1995 წელს ძაღლი თავს დაესხა და მას შემდეგ, გერმანიის კანცლერს ძაღლების ეშინია.
„არა, რა თქმა უნდა. ამის შესახებ არაფერი ვიცოდი. პირიქით, მინდოდა მისთვის მესიამოვნებინა და ჩემი ძაღლი გავაცანი. ამ ინციდენტის გამო, მას ბოდიშიც კი მოვუხადე“, – განაცხადა პუტინმა.
უცხოურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ლაბრადორის მეშვეობით, შესაძლოა, მერკელი გამიზნულად შეეშინებინა.