პროფესიული სტუდენტები საქართველოდან აბუ-დაბიში გაემგზავრებიან

24/01/2017

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

WorldSkills Georgia-ს მესამე ეროვნულ შეჯიბრებაში გამარჯვებულები გამოვლინდნენ. შეჯიბრება 6 პროფესიულ უნარში ჩატარდა. თითოეულ პროფესიაში პირველ ადგილზე გასული კოლეჯის სტუდენტები — ცოტნე ნაზარაშვილი (ვებდიზაინი), სალომე წიქარიძე (გრაფიკული დიზაინი), ლია ლომიძე (სამზარეულო საქმე), კრისტინა პარუმოვი (საპარიკმახერო საქმე), ანა-ქრისტინე ტატიშვილი (საკონდიტრო საქმე) და ზურა შავიშვილი (სარესტორნო სერვისი) 2017 წლის ოქტომბერში, 60-მდე ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად, აბუ-დაბიში დაგეგმილ Worldskill-ის 44-ე საერთაშორისო შეჯიბრში მიიღებენ მონაწილეობას და ჩვენს ქვეყანას წარმოაჩენენ. გამგზავრებამდე ახალგაზრდები საერთაშორისო შეჯიბრისთვის მზადებას გააგრძელებენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0