პროფესიული განათლების ეროვნული პროფესიული საბჭოს სხდომა გაიმართა

15/04/2016

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით, „პროფესიული განათლების ეროვნული პროფესიული საბჭოს“ რიგით პირველი სხდომა გაიმართა, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი უძღვებოდა.
საბჭოს სხდომაზე განიხილეს პროფესიული განათლების სისტემაში საჯარო-კერძო პარტნიორობის კონცეფცია, პროფესიული განათლების შესახებ ახალი კანონის პროექტი და შრომის ბაზრის მოთხოვნის კომპონენტის კვლევის შედეგები.
შეხვედრას ესწრებოდნენ პროფესიული განათლების ეროვნული პროფესიული საბჭოს წევრები, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სააგენტოების წარმომადგენლები, სხვადასხვა დონორი ორგანიზაციები და საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0