პროკურორები არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდნენ

04/11/2017

საქართველოს მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ მამუკა ვასაძემ, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორი – დარიკო ვადაჭკორია, გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორი – ლევან ჟორჟოლაძე და ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი – გიორგი რამიშვილი დააჯილდოვა.
პროკურორ ბელა ბერიკელაშვილის სახელობის ჯილდო „Bela Award”, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, პროკურორებს ყოველწლიურად გადაეცემათ.
არასრულწლოვანთა ჭეშმარიტი ინტერესების დაცვა, ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე მორგებული სისხლის სამართლის პოლიტიკის განხორციელება, სპეციალიზებული პროკურორების შესაძლებლობების გაძლიერება და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში ჩართულ პროფესიონალებთან მჭიდრო თანამშრომლობა – საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთი პრიორიტეტია. პროკურორთა შერჩევა, მათ მიერ სწორედ ზემოაღნიშნული პრინციპების განუხრელად დაცვის, გაწეული სამუშაოს მოცულობისა და საპროკურორო საქმიანობის ხარისხის შეფასების საფუძველზე განხორციელდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0