პროკურორებისთვის და პროკურატურის სისტემის გამომძიებლებისთვის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

26/06/2017

წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 26 ივნისს პროკურორებისთვის და პროკურატურის სისტემის გამომძიებლებისთვის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ღონისძიება ქ. თბილისის პროკურატურაში სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მხარდაჭერის პროექტთან თანამშრომლობით ჩატარდა. შეხვედრას ესწრებოდა 20-მდე პროკურორი და პროკურატურის გამომძიებელი, რომლებიც იძიებენ და საპროცესო ხელმძღვანელობას უწევენ წამებისა და არასათანადო მოპყრობის სისხლის სამართლის საქმეებს.
შეხვედრაზე განხილული იქნა სიცოცხლის უფლების, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის აკრძალვის საკითხებზე საერთაშორისო სტანდარტები და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა. ასევე გაანალიზდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ აღნიშნულ თემაზე საქართველოს წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილებები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0