პროკურატურის რეფორმასა და საპროკურორო საბჭოს შექმნას ვენეციის კომისიამ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და თანამედროვე რეფორმა უწოდა

13/07/2018

„პროკურატურის რეფორმასა და საპროკურორო საბჭოს შექმნას ვენეციის კომისიამ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და თანამედროვე რეფორმა უწოდა“-ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების ფარგლებში საკომიტეტო მოსმენაზე გამოსვლისას განაცხადა.

„მინდა, ასევე, შეგახსენოთ, რომ მე ვარ ის იუსტიციის მინისტრი, რომელმაც 2013 წელს მოიხსნა გენერალური პროკურორის უფლებამოსილება, რაც მანამდე წარმოუდგენელი და სასაცილოც იყო. ვენეციის კომისიამ საპროკურორო საბჭოს შექმნის რეფორმასა და იუსტიციის მინისტრის მიერ საპროკურორო უფლებამოსილების მოხსნას, რითაც პროკურატურის დეპოლიტიზაცია მოხდა, ევროპის მასშტაბით პროკურატურის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური რეფორმა უწოდა. ეს თანამედროვე და ეფექტური რეფორმები გაგრძელდება. იუსტიციის სისტემისგან პროკურატურის ინსტიტუციური გამიჯვნა დასრულდება ახალი პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ის, ვინც საქართველოს ახალი გენერალური პროკურორი იქნება, ირაკლი შოთაძესთან ერთად დაწყებულ მტკივნეულ რეფორმებს − რომელსაც მე, სხვათა შორის, წარმატებას ვუსურვებ, ბოლომდე მიიყვანს“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0