პროკურატურის თანამშრომლები რთველში იმყოფებოდნენ

30/09/2017

საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე მოადგილეებთან და პროკურატურის თანამშრომლებთან ერთად გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში ჩატარებულ რთველში იმყოფებოდა. პროკურატურის თანამშრომლები სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან ოჯახს ყურძნის მოსავლის დაკრეფასა და ჩაბარებაში დაეხმარნენ. „საზოგადოებრივი პროკურატურის“ ფარგლებში საქართველოს მთავარი პროკურორი და პროკურატურის თანამშრომლები, ყოველი წლის შემოდგომაზე დახმარებას უწევენ სოციალურად დაუცველ პირებს, საერთო ძალისხმევით ხდება ყურძნის მოსავლის დაკრეფა და დაბინავება. პროკურატურის მიერ მსგავსი ღონისძიებები მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0