მთავარ პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართება. როგორც prof-news-ს უწყებიდან აცნობეს, ბრიფინგი 14:00 საათზე ჩაინიშნა.
პროკურატურაში ბრიფინგის თემას არ აკონკრეტებენ, თუმცა შესაძლოა განცხადება ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებულ საქმეზე გაკეთდეს.
არაოფიციალური ინფორმაციით, აღნიშნულ საქმეზე საგამოძიებო უწყებამ დღეს კიდევ რამდენიმე პირი დააკავა. გავრცელებული ცნობით, დაკავებულთა შორის კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნები არიან.
პროკურატურაში ფარული ჩანაწერების საკითხზე ბრიფინგი ჩაინიშნა
08/04/2016