პროკურატურაში პროკურატურის მუშაკთა პროფესიული დღე აღინიშნა

30/05/2016

საქართველოს მთავარ პროკურატურაში პროკურატურის მუშაკთა პროფესიული დღე აღინიშნა, რომელსაც საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე მოადგილეებთან ერთად დაესწრო. პროკურატურაში გატარებული უმნიშვნელოვანესი რეფორმების საფუძველზე არჩევის შემდეგ, მთავარი პროკურორის რანგში ირაკლი შოთაძემ პირველად მიულოცა კოლეგებს პროფესიული დღე.
მთავარმა პროკურორმა განვლილი წელი შეაჯამა და აღნიშნა, რომ საქართველოს პროკურატურამ ამ ხნის მანძილზე მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია, რაც პროკურატურის თანამშრომლების თავდაუზოგავი შრომის შედეგია. ირაკლი შოთაძემ პროკურატურის თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
მთავარმა პროკურორმა კოლეგებს უსურვა წარმატებული და კვალიფიციური საპროკურორო მოღვაწეობით კვლავაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ პროკურატურის გაძლიერებისა და განვითარების რთულ და საპასუხისმგებლო გზაზე.
პროკურატურის მუშაკთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, პროკურატურის წარმატებული თანამშრომლები, ტრადიციისამებრ მადლობის სიგელებით, სამახსოვრო საჩუქრებით და ვადამდელი წოდების მინიჭებით დაჯილდოვდნენ.
საქართველოში პროკურატურის დღე 1999 წლიდან აღინიშნება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0