პროექტს ,,ღირსეული სიბერე” ბოლნისის მუნიციპალიტეტი 2019 წელსაც დააფინანსებს

18/01/2019

პროექტს “ღირსეული სიბერე” ბოლნისის მუნიციპალიტეტი 2019 წელსაც დააფინანსებს. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი იძულებით გადაადგილებულ პირთა ქალთა ასოციაცია “თახმობის“ პრეზიდენტს შეხვდა. დავით შერაზადიშვილმა და იულია ხარაშვილმა პროექტის “ღირსეული სიბერე” გაგრძელებაზე იმსჯელეს. შეხვედრაზე ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა განაცხადა, რომ ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტს “ღირსეული სიბერე” ბოლნისის მუნიციპალიტეტი ფინანსურ დახმარებას წელსაც გაუწევს. 2016 წლიდან დაბა კაზრეთში ფუნქციონირებს დღის ცენტრი, რომელიც ყოველდღიურად 130 ხანდაზმულს მასპინძლობს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0