ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა და იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია “თანხმობის“ პრეზიდენტმა, იულია ხარაშვილმა, სამომავლო თანამშრომლობისთვის ერთწლიან ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.
ხელშეკრულების თანახმად, ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტს “ღირსეული სიბერე” ბოლნისის მუნიციპალიტეტი ფინანსურ დახმარებას წელსაც გაუწევს.
2016 წლიდან დაბა კაზრეთში ფუნქციონირებს დღის ცენტრი, რომელიც ყოველდღიურად 130 ხანდაზმულს მასპინძლობს.
პროექტს ,,ღირსეული სიბერე” ბოლნისის მუნიციპალიტეტი 2019 წელსაც დააფინანსებს
12/03/2019