2014 წლის ივნისიდან საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით “ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო”-მ და “სოფლის მეურნეობის სამინისტრო”-მ დაიწყეს ახალი სამთავრობო პროგრამის “აწარმოე საქართველოში” განხორციელება, რომელიც მიმართულია წარმოების განვითარებისა და წახალისებისაკენ.
2015 წლის 15 მარტიდან საქართველოს რეგიონებში “აწარმოე საქართველოში” პროგრამის ფარგლებში დაწყებულია მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტის განხორციელება, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას ხელს უწყობს საკუთარი ახალი საწარმოების შექმნაში, არსებული საწარმოს გაფართოებაში ან გადაიარაღებაში.
არსებული პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ეძლევათ მოიპოვონ თანადაფინანსება იდეის განსახორციელებლად: 5 ათას ლარამდე თანადაფინანსებას მიიღებს 1 მეწარმე, 10 ათას ლარამდე 2 მეწარმე, 15 ათას ლარამდე 3 მეწარმე.
პროგრამა “აწარმოე საქართველოში” -ს 2016 წლის 24 მაისის მდგომარეობით მთელი საქართველოს მასშტაბით დაფინანსებულია 1137 ბიზნეს პროექტი, რაც დაახლოებით 1800-მდე ბენეფიციარს გულისხმობს. რაც შეეხება ბაღდათის მუნიციპალიტეტს, დაფინანსებულია 15 ბიზნეს პროექტი, ჯამში 26 ბენეფიციარი.
წარმოგიდგენთ ბაღდათის მუნიციპალიტეტში დაფინანსებულ ბიზნეს პროექტებს:
1. მცირე მეწარმე მაჩიტაძე ვახტანგი – 5 ათასი ლარი
2. ამხანაგობა “მოცვის ჩაი” – 10 ათასი ლარი
3. მიკრო მეწარმე ზაზა ხურციძე – 5 ათასი ლარი
4. მიკრო მეწარმე ღვალაძე თამარ – 5 ათასი ლარი
5. მიკრო მეწარმე ბესიკ მსხვილიძე – 5 ათასი ლარი
6. მცირე მეწარმე კაცაძე ვასილი – 5 ათასი ლარი
7. მიკრო მეწარმე კაცაძე დავით – 5 ათასი ლარი
8. მიკრო მეწარმე ჭრელაშვილი ლაშა – 5 ათასი ლარი
9. ამხანაგობა “პურფუნთუშეულის საცხობი” – 15 ათასი ლარი
10. ამხანაგობა “სარიტუალო დარბაზი” – 15 ათასი ლარი
11. ამხანაგობა “საირმე” – 10 ათასი ლარი
12. ამხანაგობა “ლიზა” – 9 ათას ცხრაას 78 ლარი
13. ამხანაგობა “ხევი” – 15 ათასი ლარი
14. მიკრო ბიზნესი ამირან თავხელიძე – 5 ათასი ლარი
15. ამხანაგობა “ლიდერი” – 15 ათასი ლარი
ამ ეტაპზე მიმდინარეობს მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის კიდევ ერთი ეტაპი. დასრულებულია პირველი ტური, მიმდინარეობს ბიზნეს გეგმის მეორე ტური, რომელიც 31 მაისს დასრულდება და ბიზნეს იდეების კონკურსის პოტენციური გამარჯვებულები გამოიკვეთება, რომლის შემდეგაც ბენეფიციარებს მიეცემათ შესაძლებლობა მოიპოვონ თანადაფინანსება.
პროექტმა “აწარმოე საქართველოში” ბაღდათში 15 ბიზნეს პროექტი დააფინანსა
01/06/2016