პროექტი ,,შეაჩერე წამის“ ფარგლებში ქუთაისში გამოფენა მოეწყო

22/09/2016

განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვების ნამუშევრების გამოფენა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ და აჭარის განათლების მინისტრის მოადგილემ ნათია სირაბიძემ დაათვალიერეს.
პროექტი ,,შეაჩერე წამის“ ფარგლებში აჭარელი შშმ ბავშვების მიერ გადაღებული ფოტოების გამოფენა წელს ქუთაისში პირველად მოეწყო. საგამოფენო სივრცეში 12 ნორჩი ბთუმელის ექსპოზიციაა წარმოდგენილი და დამთვალიერებელს სამი დღის განმავლობაში შეუძლია დაათვალიეროს.
აღნიშნული პროექტის მიზანია განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოზარდთა ფოტოხელოვნებით დაინტერესება, მათი შემოქმედებითი უნარების გაუმჯობესება, თვითრეალიზაციისა და მოტივაციის ამაღლება, ასევე, ბავშვებს შორის კონტაქტების დამყარება და დაახლოება.
განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოზარდთა გამოფენა საქართველოს ყველა რეგიონში გაიმართება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0