პროექტი ქვემო ქართლის რეგიონიდან დაიწყო და საქართველოს რეგიონების მასშტაბით 63 მუნიციპალიტეტში ჩატარდება

18/02/2023

ქვემო ქართლის რეგიონში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტისა და პოლიტიკის დაგეგმვისა და სამთავრობო კოორდინაციის დეპარტამენტის ინიციატივით, ევროკავშირის პროექტ „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში, ინფორმაციის თავისუფლების თემაზე ტრენინგები ჩატარდა. ტრენინგი გახსნა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა და ევროკავშირის პროექტ „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ გუნდის ხელმძღვანელმა ტიბორ დრაშკოვიჩმა.
პროექტი ქვემო ქართლის რეგიონიდან დაიწყო და საქართველოს რეგიონების მასშტაბით 63 მუნიციპალიტეტში ჩატარდება. ტრენინგში მონაწილეობას იღებდნენ მუნიციპალიტეტებისა და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ის თანამშრომლები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საჯარო ინფორმაციის გაცემაზე. აღნიშნული ტრენინგის მიზანია საჯარო ინფორმაციის გაცემის პრაქტიკის დახვეწა და ამ მხრივ, მუნიციპალური ორგანოების თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0