პროექტი – „რაჭის და ერუშეთის დაცული ტერიტორიების დაარსების“ პრეზენტაცია გაიმართა

13/04/2016

სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ პროექტის – „რაჭის და ერუშეთის დაცული ტერიტორიების დაარსება“ პრეზენტაცია გაიმართა.
მოწვეულ სტუმრებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი დაცული ტერიტორიების დაარსების მნიშვნელობაზე ესაუბრა. რაჭის და ერუშეთის დაცული ტერიტორიების შექმნის მიზანი უნიკალური ბიომრავალფეროვნებისა და ეკოსისტემების დაცვა და შენარჩუნებაა.
პროექტს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო და დაცული ტერიტორიების სააგენტო, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდთან (WWF) ერთად ახორციელებენ.
პროექტის ფინანსური მხარდამჭერი გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროა (BMZ).

Tweet about this on TwitterShare on Facebook0