პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება

25/10/2023

მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი, მიმდინარე პროექტების გაცნობის მიზნით, სოფელ საგურამოში იმყოფებოდნენ. რეგიონისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა, მოადგილეებთან ერთად, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმამდე მისასვლელი საავტომობილო გზის გამყოფი სივრცის მოწყობის სამუშაოები მოინახულეს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ბავშვთა გასართობი სივრცის, ბორდიულებისა და ბილიკების მოწყობა. ადგილზე განთავსდება ატრაქციონები, სკამები, სანაგვე ურნები, დეკორატიული ლამპიონები და სასმელი წყლის დასალევი ბიუვეტი. ტერიტორიაზე აგრეთვე მოეწყობა დეკორატიული გამწვანება და განხორციელდება ყველა სხვა საჭირო სამუშაო. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 760 000 ლარს აღემატება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0