მარნეულის მუნიციპალიტეტში, ლაღიძის ქუჩაზე ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის პროცესს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერთან, კენან ომაროვთან და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძესთან ერთად, ადგილზე გაეცნო. პროექტის ღირებულებამ 783 087 ლარი შეადგინა. მისი დასრულება 2022 წლის 13 ნოემბერს იგეგმება. ადგილზე, სამუშაოების მიმდინარეობის პროცესი, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, ილია ჯალაღანიამ, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ, ადგილობრივი ხელისუფლებისა და აღდგენით-სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლებმა მოინახულეს.
პროექტის ღირებულებამ 783 087 ლარი შეადგინა
28/07/2022