სასტუმრო „Rooms Hotel Tbilisi”-ში პროექტის -„გლობალური გარემოს მონიტორინგის გაუმჯობესებისა და მის შესახებ ცოდნის ამაღლების მიზნით ინფორმაციის მართვის ჰარმონიზება საქართველოში“ სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე გრიგალავამ მიმართა.
შეხვედრაზე, გაუდაბნოებასთან ბრძოლის, ბიოლოგიური მრავალფეროვნებისა და კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის განხორციელების გაუმჯობესებული მონიტორინგისთვის შემოთავაზებულ რეკომენდაციებზე და აღსრულებისთვის საკვანძო სამუშაო აღწერილობების შექმნაზე იმსჯელეს.
პროექტის მიზანია შემუშავდეს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და ცოდნის მართვის სისტემა, რომელიც ხელს შეუწყობს მტკიცებულებაზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავებას, გარემოზე ზემოქმედების და ტენდენციების მონიტორინგსა და რიოს სამი კონვენციის ანგარიშგებას.
პროექტი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში(UNDP) და გარემოს დაცვის გლობალური პროგრამის(GEF) მხარდაჭერით განხორციელდა.
პროექტის -„გლობალური გარემოს მონიტორინგის გაუმჯობესებისა და მის შესახებ ცოდნის ამაღლების მიზნით ინფორმაციის მართვის ჰარმონიზება საქართველოში“ შეხვედრა გაიმართა
12/10/2017