საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ პარლამენტის რეგლამენტის პროექტი. პროექტით ცვლილება შედის საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-14 მუხლში, რომლის თანახმადაც, 2025 წლის 1 იანვრიდან (მომდევნო მოწვევის პარლამენტი) იცვლება პარლამენტის წევრთა შრომის ანაზღაურების ოდენობა, კერძოდ: იზრდება გასამრჯელო პარლამენტის წევრებისთვის, მათ შორის იმ პარლამენტის წევრებისთვის, რომლებიც იკავებენ საპარლამენტო თანამდებობებს. რეგლამენტში ცვლილება კომიტეტის წევრებს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა წარუდგინა. მისი განმარტებით, პროექტის პირველი მოსმენისას პირველი მუხლი შესწორდა იმ მხრივ, რომ ნაცვლად აბსოლუტური თანხებისა, ჩაიწერა კოეფიციენტები, რომელიც იწყება 7-ით და მთავრდება 8,5-ით, შესაბამის თანამდებობებზე გადანაწილებით. აქედან გამომდინარე, შემდგომში ანაზღაურება დადგინდება მისი ნამრავლით საბაზო თანამდებობრივ სარგოზე, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით დგინდება ყოველწლიურად.
პროექტით ცვლილება შედის საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-14 მუხლში
21/11/2023