პროექტების მონიტორინგი და რეგიონული საბჭოს სხდომა საჩხერეში ჩატარდა

27/09/2016

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა, გივი ჭიჭინაძემ, პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ, ვიცე–გუბერნატორმა იოსებ ხახალეიშვილმა და მხარის წარმომადგენლებმა საჩხერის მუნიციპალიტეტში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს.
იმერეთის გუბერნატორმა საჩხერის სოფლებში აშენებული 3 ახალი საბავშვო ბაღი გახსნა და აღსაზრდელებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. ასევე, მონიტორინგის ფარგლებში დაათვალიერა გორაძირის სკოლა, რომელიც წელს შევიდა ექსპლუატაციაში.
დღესვე მხარის რწმუნებულმა რეგიონული საბჭოს სხდომა გამართა. შეხვედრაზე მხარის 12–ვე მუნიციპალიტეტის გამგებელმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ისაუბრეს მუნიციპალიტეტებში მიმდინარე პროექტების შესახებ. ასევე, მოუსმინეს რეგიონული უწყებების წარმომადგენლებს. კერძოდ, დევნილთა სამმართველოს, იმერეთის სატყეო სამსახურის, შ.პ.ს ,,საქართველოს მელიორაციის“ ყვირილა-ცხენისწყალის აუზის სერვისცენტრისა და იმერეთის, რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის დევნილთა სამმართველოს ხელმძღვანელებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0