ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის პროექტების თანადაფინანსების კომისიამ დებულებაზე მუშაობა დაასრულა და დებულების საბოლოო ვერსია დღეს დაამტკიცა. 2016 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია სოციალურად დაუცველი ოჯახებისა და მოწყვლადი ჯგუფების საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით სხვადასხვა ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების მიერ წარმოდგენილი პროექტების თანადაფინანსების პროგრამა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე გიზო სართანიას განმარტებით, პროექტების მიღება დღეიდან დაიწყება.შემოსული პროექტები კი კომისიაზე განიხილება. პროგრამის დებულება და კომისიის შემადგენლობა დაინტერესებულ პირებს შუძლია იხილონ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე -zugdidimunicipality.gov.ge.
პროექტების თანადაფინანსების კომისიამ დებულება მიიღო
19/04/2016