პროგრამა მიზნად ისახავს რეგიონში, დადებითი ეკონომიკური ცვლილებების-აქტივობების ხელშეწყობას

23/05/2022

სამცხე-ჯავახეთის მხარის რწმუნებულის ადმინისტრაციაში, არასამთავრობო ორგანიზაცია „Mercy Corps“-ის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას სამცხე-ჯავახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე შალვა ბერძენიშვილი, ადმინისტრაციის სახელმწიფო პროექტების სამსახურის თანამშრომლები, ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარე და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები და მერიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე განხილულ იქნა ავსტრიის განვითარების თანამშრობლობის (ADC) მიერ დაფინანსებული საგრანტო პროგრამა – „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“, რომელსაც ახორციელებს Mercy Corps“-ი, „სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონის“ და „ლიბერთი ბანკი“-ს მხარდაჭერით. პროგრამის განხორციელებისათვის შერჩეულ სამიზნე რეგიონებს შორისაა სამცხე-ჯავახეთი (ექვსივე მუნიციპალიტეტი). პროგრამა მიზნად ისახავს რეგიონში, დადებითი ეკონომიკური ცვლილებების/აქტივობების ხელშეწყობას და მოიცავს ყველა, კანონით დაშვებული ეკონომიკური საქმიანობის დაფინანსებას. სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენენ 18-35 წლის ახალგაზრდები, რომლებიც 80/20 თანადაფინანსების პრინციპით მიიღებენ საშუალოდ 25000 ლარს, როგორც არსებული ბიზნესის განსავითარებლად, ასევე ახალის წამოწყების ხელშეწყობისათვის. ჯამში, 1500-ზე მეტ ახალგაზარდას (50% ქალი), ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობის წარმომადგენლებს, მაღალმთიანის სოფლების მკვიდრებს, ეკომიგრანტებს, იძულებით გადაადგილებული და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, ეძლევათ საშუალება განავითარონ სამეწარმეო უნარები და შესაძლებლობები, შექმნან 50-ზე მეტი მდგრადი, ახალი ან/და გააფართოვონ უკვე არსებული, ახალგაზრდების მიერ მართული როგორც სასოფლო, ისე, არასასოფლო მიმართულების საწარმოები.
პროგრამა მოიცავს მისი განხორციელების რამდენიმე ფაზას, რის ფარგლებშიც მოხდება შემდეგი აქტივობების ჩატარება:
1. ორდღიანი საბაზისო სამეწარმეო ტრენინგი სამიზნე მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ახალგაზრდისთვის;
2. ერთკვირიანი ინტენსიური ბიზნეს გადამზადების პროგრამა საბაზისო ტრენინგზე გადამზადებული 175 წარმატებული კურსდამთავრებულისათვის;
3. 50 ახალგაზრდული საწარმოს მხარდაჭერა. ინტენსიური გადამზადების პროგრამის შემდეგ გაიმართება ბიზნეს-გეგმების კონკურსი. თითოეული გამარჯვებული , მეწარმე მიიღებს საშუალოდ 25000 ლარის თანადაფინანსებას.
4. ფინანსური და საგადასახადო ტრენინგები გამარჯვებული მეწარმეებისთვის;
5. ინდივიდუალური, ტექნიკური კონსულტაციები და მენტორობის პროგრამა პროექტის მონაწილე ახალგაზრდებისთვის.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0