„გადაიღე საქართველოში“ – დღეიდან პროგრამას „აწარმოე საქართველოში” ახალი კომპონენტი დაემატა. კონოინდუსტრიის წახალისების პრეზენტაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო.
„ჩვენი მიზანია, მთელი სახელმწიფო აპარატი მოიმართოს იმგვარად, რომ კინო გადაღებას მაქსიმალურად კოორდინირებულად შეეწყოს ხელი. ქართველ და უცხოელპროდიუსერებს ექნებათ საშუალება ისარგებლონ კინოინდუსტრიის წამახალისებელი პროგრამით, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომდა ასევე კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ შეიმუშავეს. საერთაშორისო კინოინდუსტრიის წარმომადგენლებს შეუძლიათ გამოიყენონ მთავრობის მიერშეთავაზებული სქემა, რაც გულისხმობს ქვეყანაში გადაღებებზე დახარჯული ბიუჯეტის კვალიფიციური ხარჯის 25%-მდე პროდიუსერისთვის დაბრუნებას”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის განმარტებით, ახალი პროგრამით სარგებლობას შეძლებენ, როგორც უცხოელი კინოს მწარმოებლები, ისე ქართველი კინემატოგრაფისტები.
“ეს ეროვნული ფილმწარმოების განვითარებისთვის კიდევ ერთი ხელშემწყობი ფაქტორი იქნება. ყველამ ვიცით, თუ რამდენად მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ქართული კინო ქვეყნის იმიჯის ფორმირებაში, კულტურაში. კინო მუდამ იყო ქვეყნის პასპორტი და ვიზა საერთაშორისო ასპარეზზე. მსოფლიოში სულ რამდენიმექვეყანაა, რომელშიც კინოს უწყვეტი განვითარების 100-წლიანი ისტორია აქვს”, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
მისივე თქმით, ახალი ინიციატივა ხელს შეუწყობს კინოს, როგორც ინდუსტრიის ბიზნესის განვითარებას საქართველოში და მისი მეშვეობით ქვეყანა ამ მხრივაღმოსავლეთ ევროპის ცენტრი გახდება.
“უნდა ითქვას, რომ საბჭოთა პერიოდშიც კი, როდესაც არ იყო იმ დონის სიტყვის თავისუფლება და ადამიანის უფლებები არ იყო დაცული, კინო ყოველთვისახერხებდა ქვეყნის დამოუკიდებლობის სულისკვეთების გაძლიერებას და ქართული კინო არის ის სიტყვა, რომლითაც ყველა ქართველი უნდა ამაყობდეს. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი კინო-ინდუსტრიის განვითარებას და მომიჯნავე დარგებზე სარგებლის გადადინების ეფექტის შექმნას. რაც შეიძლება ნაკლები ბიუროკრატიული დაბრკოლება უნდა შეხვდეს პროდიუსერებს, ჩვენი მიზანია მთელი სახელმწიფო აპარატი მოიმართოს იმგვარად, რომ კინოგადაღებას მაქსიმალურად კოორდინირებულად შეეწყოს ხელი და წავახალისოთ ნიჭიერი ადამიანები. მათ საკუთარი შესაძლებლობებისა და ნიჭის რეალიზაცია უნდა მოახდინონ, რათა ამით შეიტანონ წვლილი ქვეყნის განვითარებაში. ჩვენი ამოცანაა გავზარდოთ კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობა, ქვეყნის საექსპორტო პოტენციალი, ასევე შევქმათ ახალი სამუშაო ადგილები. სწორედ ასე მივაღწევთ ჩვენი ეკონომიკის და ჩვენი ქვეყნის განვითარებას”, – განმარტა გიორგი კვირიკაშვილმა.