პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტისა და ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, მომსახურების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების მოდელის მიმდინარეობასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა ჯანდაცვის მინისტრმა მიიღო და კლინიკურ სექტორს, DRG-ი დაფინანსების მოდელის კონკრეტული ხედვა წარუდგინა. მიხეილ სარჯველაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პრიორიტეტი პაციენტების ინტერესების დაცვა და მათი, მაღალი ხარისხის სერვისებით უზრუნველყოფაა. ჯანდაცვის მინისტრმა სამედიცინო სექტორთან აქტიური კომუნიკაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
სამუშაო შეხვედრაზე DRG-ის დაფინანსების სისტემა, სექტორში არსებული რეგულირების მექანიზმები,სტანდარტები, ჯანდაცვის სისტემის განვითარების პოტენციალი და სამედიცინო მომსახურების განვითარებისთვის საჭირო მექანიზმები განიხილეს. ღონისძიებას მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე, კომიტეტის წევრები, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელის მოადგილე საქართველოში ანნა ჩერნიშოვა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პრიორიტეტი პაციენტების ინტერესების დაცვა და მათი, მაღალი ხარისხის სერვისებით უზრუნველყოფაა
28/03/2024