პრემიერ-მინისტრმა ხელოვნების სასახლეში ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა დაათვალიერა

Tuesday October 29th, 2019

Sorry, this entry is only available in Georgian. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ხელოვნების სასახლეში საქართველოს პირველი პრეზიდენტის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი უნიკალური მასალის გამოფენა დაათვალიერა, რომელიც ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილეს ეძღვნება.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ხელოვნების სასახლეში დაცული უნიკალური ვიდეო, აუდიო და საარქივო დოკუმენტები, რომლებიც ზვიად გამსახურდიას პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ბევრ საინტერესო ისტორიას მოიცავს.
პირველად გამოიფინა 1989-1992 წლების საქართველოს პოლიტიკური ვითარების ამსახველი „ვაშინგტონ პოსტის” საკუთრებაში არსებული უნიკალური ფოტო და საარქივო დოკუმენტები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0