საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძესთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან და ფოთის,ხობის და სენაკის მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი ხახუბიასთან ერთად ხობის რაიონის სოფელ ძველ ხიბულაში ზვიად გამსახურდიას მემორიალურ სახლს ეწვია. მთავრობის მეთაურმა პირველი პრეზიდენტის მემორიალური სახლი დაათვალიერა, რომლის სრული რეაბილიტაცია ფონდმა “ქართუმ” დააფინანსა. ფონდ “ქართუს” დაფინანსებითვე, სახლ-მუზეუმის მიმდებარედ წმინდა ლაზარეს აღდგინების სახელობის სამონასტრო კომპლექსი და სამრევლო სკოლა აშენდა. მემორიალური სახლის რეაბილიტაციისა და სამონასტრო კომპლექსის მშენებლობაში 13 მილიონი ლარი დაიხარჯა.
პრემიერ-მინისტრმა ძველ ხიბულაში ზვიად გამსახურდიას მემორიალური სახლი მოინახულა
27/08/2021