პრემიერ-მინისტრმა ქარელში ახალი საცურაო აუზი დაათვალიერა

21/05/2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ქარელში იმყოფებოდა, სადაც ახალგაზრდობის ქუჩაზე, ახალი საცურაო აუზი დაათვალიერა. მთავრობის მეთაურს განხორციელებული და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ინფორმაცია ქარელის მერმა ზაზა გულიაშვილმა გააცნო. როგორც პრემიერმა აღნიშნა, სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით მთავრობა ქვეყნის მასშტაბით მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს, რაც ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობისთვის მნიშვნელოვანი სტიმულია. როგორც ზაზა გულიაშვილმა აღნიშნა, აუზი ფუნქციონირებას ივნისის ბოლოდან დაიწყებს. პროექტის მიხედვით, სპორტულ კომპლექსში იქნება ორი საცურაო აუზი და სპორტულ-გამაჯანსაღებელი დარბაზი. პროექტის ღირებულება 5.6 მლნ ლარს შეადგენს და ის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. სამშენებლო სამუშაოებს კომპანია “საბა კონსტრაქშენი” ახორციელებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0