პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პიანისტ ლექსო თორაძის ხსოვნას პატივი მიაგო

19/05/2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პიანისტ ლექსო თორაძის ოჯახს მიუსამძიმრა. მთავრობის მეთაური, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში იმყოფებოდა, სადაც პიანისტის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. ლექსო თორაძე 1983 წლიდან ცხოვრობდა და აქტიურ პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ის აღიარებული იყო თანამედროვეობის ერთ-ერთ ვირტუოზ პიანისტად. ლექსო თორაძე თანამშრომლობდა მსოფლიოში ცნობილ დირიჟორებთან და მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშორისო ფესტივალებში ლონდონში, ჩიკაგოში, ზალცბურგში, ედინბურგში, როტერდამსა და სხვა დიდ ქალაქებში. 1991 წელს მუსიკოსი გახდა საუთ-ბენდის უნივერსიტეტის პროფესორი და იქვე დააარსა საფორტეპიანო სტუდია – Toradze Piano Studio, რომელმაც დიდი აღიარება მოიპოვა, როგორც მუსიკალურ-აღმზრდელობითმა ცენტრმა. პიანისტი ლექსო თორაძე 11 მაისს, 69 წლის ასაკში ამერიკის შეერთებულ შტატებში გარდაიცვალა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0