პრემიერ-მინისტრმა თელავში სასტუმრო “ქვევრების” მშენებლობა დაათვალიერა

19/05/2020

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თელავში ახალი ტურისტული ობიექტის მშენებლობა დაათვალიერა, რომელიც სახელმწიფო პროგრამის – “უმასპინძლე საქართველოში” მხარდაჭერით შენდება და ტურისტების მისაღებად მომავალ წელს მზად იქნება.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ტურისტულად უსაფრთხო დანიშნულების ქვეყნის სტატუსის შეძენასთან ერთად, მნიშვნელოვანია, საქართველოში კიდევ უფრო მეტად განვითარდეს ახალი, მოთხოვნადი ტურისტული პროდუქტები, მათ შორის სამკურნალო და გამაჯანსაღებელი, სათავგადასავლო ტურიზმი, ეკო და აგროტურიზმი, ღვინის ტურიზმი და სხვა. სასტუმრო “ქვევრებში” პირველ ეტაპზე 29 ნომერი იფუნქციონირებს, საიდანაც 20 ქვევრის ფორმის იქნება. გათვალისწინებულია საკონფერენციო დარბაზის და რესტორნის მოწყობაც. მშენებლობა 2021 წლის მაისში დასრულდება. გიორგი გახარია თელავში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ, ლევან დავითაშვილთან და კახეთის გუბერნატორ ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად იმყოფებოდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0