პრემიერ-მინისტრმა თეა წულუკიანთან სამუშაო შეხვედრა გამართა

22/03/2021

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in this site default language. You may click one of the links to switch the site language to another available language.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამუშაო შეხვედრა გამართა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის ახლად დანიშნულ მინისტრთან თეა წულუკიანთან, რომელიც უფლებამოსილების განხორციელებას ოფიციალურად დღეიდან შეუდგა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ახლად ჩამოყალიბებული სამინისტროს დაკომპლექტებაზე, სტრუქტურის ჩამოყალიბებასა და იმ უმთავრეს მიმართულებებზე, რომლებიც ეხება როგორც კულტურისა და სპორტის, ისე ახალგაზრდობის საკითხებს. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო იმ ნაბიჯებს, რომლებიც უნდა გადაიდგას, ვიდრე საქართველო 2024 წელს ევროკავშირში წევრობის შესახებ ოფიციალურ განაცხადს გააკეთებს. აღინიშნა, რომ ამ პროცესში კულტურას, სპორტსა და ახალგაზრდობას თავისი ღირსეული ადგილი უნდა ჰქონდეს. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნის ბრძანებას მთავრობის მეთაურმა ხელი 19 მარტს მოაწერა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0