პრემიერ-მინისტრმა ამბროლაურში სახელმწიფო პროგრამის – „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში აშენებული მტკნარი წყლის საწარმო დაათვალიერა

Sunday June 2nd, 2019

Sorry, this entry is only available in Georgian. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე რაჭაში დღეს კომპანია „იწის წყლის” მტკნარი წყლის საწარმოში იმყოფებოდა, რომელიც სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში” ფარგლებში აშენდა. მთავრობის მეთაურმა ქარხანა დაათვალიერა და საწარმოო პროცესს გაეცნო, რომელიც წყლის მოპოვებით იწყება და პროდუქტისთვის საბოლოო სახის მიცემით სრულდება.
საწარმოს ხელმძღვანელობამ პრემიერს მიაწოდა ინფორმაცია, რომ საწარმოში დასაქმებულია 15 ადამიანი, რომელთაგან – 2, მშობლიურ კუთხეს თბილისიდან დაუბრუნდა.
ISO სერტიფიკატის მფლობელ საწარმოში განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა 850 000 დოლარია. მის ასაშენებლად კი, კომპანიას სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 7500 კვადრატული მეტრი მიწა კომპანიას სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად გადაეცა. პრემიერ-მინისტრი მეწარმეს ექსპორტში სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერას დაჰპირდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0