საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრ ვლადისლავ კრიკლს შეხვდა. შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის, სხვადასხვა სფეროებში არსებული ურთიერთობები განიხილეს. ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველო და უკრაინა ერთმანეთის მჭიდრო პარტნიორებს წარმოადგენენ. ყურადღება გამახვილდა იმ ურთიერთმხარდაჭერაზე, რომელიც არსებობს ქვეყნებს შორის, როგორც ორმხრივ, ასევე საერთაშორისო ფორმატებში და ითვალისწინებს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერას. შეხვედრაზე უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ისაუბრა უკრაინაში მიმდინარე ინფრასტრუქტურის სფეროში მიმდინარე რეფორმებზე და პრივატიზაციის პროცესზე.
პრემიერ-მინისტრი უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრს შეხვდა
22/10/2019