პრემიერ-მინისტრი სომხეთის ინფრასტრუქტურისა და ტერიტორიული ადმინისტრაციის მინისტრს შეხვდა

06/04/2023

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სომხეთის ინფრასტრუქტურისა და ტერიტორიული ადმინისტრაციის მინისტრს გნელ სანოსიანს შეხვდა. შეხვედრაზე სომხეთსა და საქართველოს შორის სხვადასხვა სფეროში არსებული თანამშრომლობა და კეთილმეზობლური ურთიერთობები განიხილეს. ისაუბრეს საქართველოსა და სომხეთს შორის რეგიონულ და ინფრასტრუქტურულ სფეროში თანამშრომლობისა და აღნიშნული მიმართულებით ურთიერთობების შემდგომი განვითარების შესახებ. აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის ეკონომიკურ სფეროში ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება და მნიშვნელოვანი პროგრესი არსებობს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0