პრემიერ-მინისტრი სიონის საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო

05/05/2024

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებთან ერთად სიონის საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო. საზეიმო ლიტურგია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრესთან, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოსთან და მღვდელმთავრებთან ერთად აღავლინა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0