პრემიერ-მინისტრი ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში სილეტოს ჯილდოს გადაცემის საზეიმო ცერემონიას დაესწრო

Tuesday June 6th, 2023

Sorry, this entry is only available in Georgian. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში იმყოფებოდა, სადაც სილეტოს ჯილდოს გადაცემის საზეიმო ცერემონიას დაესწრო და მუზეუმის თანამშრომლებს ევროპის მუზეუმების პრემიის EMYA2023 – გამარჯვებულის ტიტული პირადად მიულოცა. საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის ვანის არქეოლოგიურმა მუზეუმმა სილეტოს პრიზი 6 მაისს ბარსელონაში EMYA-ის 2023 წლის დაჯილდოების ცერემონიაზე მიიღო.
მუზეუმმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა როგორც გამორჩეულმა ცენტრმა, რომელსაც საზოგადოების საკეთილდღეოდ დადებითი ცვლილებების განხორციელების განსაკუთრებული პოტენციალი აქვს. სილეტოს ჯილდო ყოველწლიურად გადაეცემა ევროპის საუკეთესო მუზეუმს საზოგადოების საკეთილდღეოდ ჩატარებული საქმიანობისა და საზოგადოების სამუზეუმო ცხოვრებაში განსაკუთრებული ჩართულობისთვის. სილეტოს გარდამავალი ჯილდო გამარჯვებულ მუზეუმს ერთი წლით გადაეცემა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0