პრემიერ-მინისტრი გერგეტის სამების ტაძარს სტუმრობდა

10/09/2021

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერგეტის სამების ტაძარს სტუმრობდა. მთავრობის მეთაურმა ტაძარი სტეფანწმინდისა და ხევის მთავარეპისკოპოს იეგუდიელთან ერთად მოილოცა. მთავარეპისკოპოსმა პრემიერ-მინისტრი დალოცა და მის საქმიანობაში წარმატებები უსურვა. გერგეტის სამების ტაძარში პრემიერ-მინისტრთან ერთად იმყოფებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, პარლამენტის დეპუტატები- დიმიტრი ხუნდაძე, ალუდა ღუდუშაური, ლევან მგალობლიშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი და სახელმწიფო რწმუნებული მცხეთა-მთიანეთის მხარეში დავით ნოზაძე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0