საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დაიწყო.
ბაქოს ჰეიდარ ალიევის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.
საქართველოს სამთავრობო დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე იმყოფებიან.
პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანში დაიწყო
31/08/2016