საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, 24 დეკემბრიდან 8 იანვრის ჩათვლით, საქართველოს ყველა რეგიონში საახალწლო ღონისძიებები გაიმართება. 63-ვე მუნიციპალიტეტში მოეწყობა საშობაო ბაზრობები, გამოფენა-გაყიდვები, საბავშვო გასართობი სივრცეები. ტერიტორიაზე განთავსდება ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები. მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ პატარებს თოვლის ბაბუა ტკბილეულსა და საჩუქრებს გადასცემს.
საღამოს საათებში გაიმართება, როგორც ადგილობრივი, ისე დედაქალაქიდან მოწვეული შემსრულებლების კონცერტები. ღონისძიებები დასრულდება საზეიმო ფოიერვერკით. ყველა ღონისძიებაზე დაცული იქნება კოვიდ რეგულაციები.
ღონისძიებები გაიმართება შემდეგი განრიგით:
24 დეკემბერი – მესტია, ტყიბული, თელავი;
25 დეკემბერი – ოზურგეთი, ნინოწმინდა, ქარელი, დუშეთი;
26 დეკემბერი – მარნეული, ჩხოროწყუ, თერჯოლა, გურჯაანი;
27 დეკემბერი – საჩხერე, ხაშური, ახალქალაქი, ქობულეთი;
28 დეკემბერი – აბაშა, სამტრედია, ლაგოდეხი, თეთრიწყარო;
29 დეკემბერი- ასპინძა, ხელვაჩაური, კასპი, ამბროლაური, ჭიათურა;
30 დეკემბერი – ქუთაისი, დედოფლისწყარო, გარდაბანი, თიანეთი;
31 დეკემბერი – ზუგდიდი, ბორჯომი, ცაგერი;
1 იანვარი – ბაღდათი;
2 იანვარი – წალკა, ახმეტა, ქედა, ონი, ყაზბეგი, წყალტუბო;
3 იანვარი – სენაკი, ვანი;
4 იანვარი- ხონი, რუსთავი, შუახევი, ადიგენი, ყვარელი;
5 იანვარი – ზესტაფონი, ხობი, დმანისი, წნორი, სიღნაღი;
6 იანვარი – მარტვილი, ხულო, ბოლნისი,
7 იანვარი – ლენტეხი, ფოთი, წალენჯიხა, საგარეჯო, ახალციხე, მცხეთა, გორი;
8 იანვარი – ხარაგაული;
13 იანვარი- ლანჩხუთი, ჩოხატაური.
პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 24 დეკემბრიდან 8 იანვრის ჩათვლით, საქართველოს ყველა რეგიონში დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებები კოვიდ რეგულაციების დაცვით გაიმართება
23/12/2021