საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო. გიორგი კვირიკაშვილს ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ჰოვიკ აბრაჰამიანი დახვდა. გაიმართა დახვედრის ოფიციალური ცერემონია, შესრულდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნი.
დღესვე საქართველოს მთავრობის მეთაური შეხვედრებს გამართავს სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარგსიანთან და პრემიერ-მინისტრ ჰოვიკ აბრაჰამიანთან.
პრემიერ-მინისტრის ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო
05/09/2016