საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილი ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დასრულდა. ანთაქია-ჰათაის საერთაშორისო აეროპორტიდან მთავრობის მეთაური თურქეთის რესპუბლიკის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფათიჰ დონმეზმა, ჰათაის გუბერნატორის მოადგილე აჰმეთ გენჯერმა და თურქეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ჩაღათაი ქილიჩმა გააცილეს. ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკაში დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა.
პრემიერ-მინისტრის ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დასრულდა
24/02/2023