პრემიერმა კიდევ ერთხელ ნათლად და მკაფიოდ ჩამოაყალიბა, როგორც პირადად მისი, ასევე მთლიანად მთავრობის პოზიცია, – ამის შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა პოლიტიკური ძალებისადმი პრემიერის საგანგებო მიმართვის კომენტირებისას განაცხადა. დავით სერგეენკოს მოსაზრებით, ეს არის მისასალმებელი და კიდევ ერთი მკაფიო დადასტურება, რომ ქვეყანაში დემოკრატია ვითარდება.
”პრემიერმა კიდევ ერთხელ ნათლად და მკაფიოდ ჩამოაყალიბა როგორც პირადად მისი, ასევე მთლიანად მთავრობის პოზიცია ამ საკითხზე, რომ როგორც წინასაარჩევნო პერიოდი, ისე საკუთრივ, არჩევნების პერიოდი უნდა წარიმართოს მაქსიმალურად გამჭვირვალედ, დემოკრატიულად, მშვიდობიანად და მოქალაქეებს მიეცეთ სრული საშუალება, რომ დააფიქსირონ თავისი აზრი. ეს არის მისასალმებელი და კიდევ ერთხელ მკაფიო დადასტურება, რომ ქვეყანაში დემოკრატია ვითარდება”, – განაცხადა სერგეენკომ.