პრემიერი სამტრედიის დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძარში იმყოფებოდა

01/09/2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ხონისა და სამტრედიის ეპარქიის სამღვდელმთავრო რეზიდენციაში, სამტრედიის დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძარში იმყოფებოდა. მთავრობის მეთაურს ხონისა და სამტრედიის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე საბამ უმასპინძლა. მიტროპოლიტმა პრემიერ-მინისტრი დალოცა და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საქმიანობაში წარმატება უსურვა. ტაძარში პრემიერ-მინისტრთან ერთად იმყოფებოდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, იმერეთის გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე და სამტრედიის მერობის კანდიდატი დავით ბახტაძე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0